ნადალი მერვედფინალში რეკორდით გადავიდა
ნადალი მერვედფინალში რეკორდით გადავიდა

ყველა მერვედფინალისტია ცნობილი როლან გაროსის კაცების ტურნირზეც.

კვლავაც სეტის წაუგებლად მიდის წინ რაფაელ ნადალი. ესპანელს გამოცდილი მეტოქე ჰყავდა ფრანგი რიშარ გასკეს სახით, რომელსაც პერიოდულად შეუძლია სენსაციის მოხდენა. მაგრამ, გასკეს ნადალთან 15-დან 15 მატჩი ჰქონდა წაგებული, 2008 წლის შემდეგ კი სეტიც არ აუღია ესპანელთან თამაშებში და ეს ვერც ამჯერად მოახერხა. ნადალმა პირველი სამი გეიმი ისე აიღო, რომ ქულა არ წაუგია და ორ საათში მოამთავრა საქმე – 6:3, 6:2, 6:2.

ახლა რაფაელ ნადალს ზედიზედ 35 მოგებული სეტი აქვს როლან გაროსზე, რაც მისი ახალი პირადი რეკორდია. ტურნირის აბსოლუტური რეკორდი კი ბიორნ ბორგს ეკუთვნის, რომელმაც 1979-81 წლებში როლან გაროსზე ზედიზედ 41 სეტი აიღო.

1/16 ფინალის შედეგები:
ნადალი (ესპ, 1)-გასკე (საფ, 27) 6:3, 6:2, 6:2
ა. ზვერევი (გერ, 2)-ძუმჰური (ბოს, 26) 6:2, 3:6, 6:4, 6:7(3), 7:5
ჩილიჩი (ხორ, 3)-ჯონსონი (აშშ) 6:3, 6:2, 6:4
ვერდასკო (ესპ, 30)-დიმიტროვი (ბულ, 4) 7:6(4), 6:2, 6:4
დელ პოტრო (არგ, 5)-რამოსი (ესპ, 31) 7:5, 6:4, 6:1
ანდერსონი (ს. აფრ, 6)-მ. ზვერევი (გერ) 6:1, 6:7(3), 6:3, 7:6(4)
ტიმი (ავსტრია, 7)-ბერეტინი (იტა) 6:3, 6:7(5), 6:3, 6:2
გოფენი (ბელ, 8)-მონფილსი (საფ, 32) 6:7(6), 6:3, 4:6, 7:5, 6:3
ისნერი (აშშ, 9)-ერბერი (საფ) 7:6(1), 6:4, 7:6(4)
ჩეკინატო (იტა)-კარენო ბუსტა (ესპ, 10) 2:6, 7:6(5), 6:3, 6:1
შვარცმანი (არგ, 11)-ჩორიჩი (ხორ) 7:5, 6:3, 6:3
ხაჩანოვი (რუს)-პუიე (საფ, 15) 6:3, 7:5, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 19)-სიმონი (საფ) 6:3, 6:1, 6:3
ჯოკოვიჩი (სერ, 20)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13) 6:4, 6:7(6), 7:6(4), 6:2
ფონინი (იტა, 18)-ედმუნდი (ბრიტ, 16) 6:3, 4:6, 3:6, 6:4, 6:4
მარტერერი (გერ)-ზოპი (ესტ) 6:2, 6:1, 6:4

1/8 ფინალში ხვდებიან:
ნადალი (ესპ, 1)-მარტერერი (გერ)
შვარცმანი (არგ, 11)-ანდერსონი (ს. აფრ, 6)
ჩილიჩი (ხორ, 3)-ფონინი (იტა, 18)
ისნერი (აშშ, 9)-დელ პოტრო (არგ, 5)
გოფენი (ბელ, 8)-ჩეკინატო (იტა)
ჯოკოვიჩი (სერ, 20)-ვერდასკო (ესპ, 30)
ტიმი (ავსტრია, 7)-ნიშიკორი (იაპ, 19)
ხაჩანოვი (რუს)-ა. ზვერევი (გერ, 2)