ნადალი კორტს მონრეალის „მასტერსზე“ დაუბრუნდება
ნადალი კორტს მონრეალის „მასტერსზე“ დაუბრუნდება

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რა ტურნირებზე აპირებს გამოსვლას “დიდი სლემის” რიგით მეოთხე ჩემპიონატის – ამერიკის ღია პირველობის წინ. ესპანელმა ამის შესახებ Tennis World USA-ს მოუყვა:

„ვფიქრობ, ამ მომენტისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. საკმარისი ძალა გამაჩნია და მზად ვარ იმისთვის, რომ უკვე უახლოეს დღეებში გავფრინდე კანადაში და დავასრულო მზადება მონრეალის „მასტერსისთვის“. უიმბლდონის შემდეგ გარკვეულ დაღლილობას ვგრძნობდი და დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ახლა კარგად ვვარჯიშობ ჰარდზე. ცინცინატის „მასტერსზე“ თამაში? არ ვიცი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება მონრეალში. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ მზად ვიქნები აშშ-ის ღია პირველობისთვის“.

შეგახსენებთ, რომ დაღლილობის გამო, მონრეალის „მასტერსზე“ არ ითამაშებენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ნადალი კანადური „მასტერსის“ მოქმედი ჩემპიონია.