ნადალი ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციაზე - ვწუხვარ, მან კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა
ნადალი ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციაზე - ვწუხვარ, მან კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი დასანანს, მაგრამ დამსახურებულს უწოდებს ამერიკის ღია პირველობაზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციას.

ჯოკოვიჩს პაბლო კარენიო ბუსტასთან მერვედფინალურ მატჩში წაგება ჩაუთვალეს იმის გამო, რომ პირველი სეტის მსვლელობისას, არასათამაშო სიტუაციაში ბურთი მოარტყა ხაზის მსაჯს.

„დასანანი ეპიზოდი იყო, მაგრამ წესების მიხედვით ეს დისკვალიფიკაციაა. სამწუხაროა, რადგან მან ხელიდან გაუშვა „დიდი სლემის“ კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა – მნიშვნელოვანია კორტზე კონტროლის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, მას არ უნდოდა არავისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ არ გაუმართლა“, – თქვა ნადალმა.

ჯოკოვიჩი და ნადალი ამ კვირას შეიძლება კორტზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – ისინი პირველ და მეორე ნომრებად არიან განთესილები რომის „მასტერსში“.

დატოვე კომენტარი