ნადალი ისევ პირველი ნომერია
ნადალი ისევ პირველი ნომერია

განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგებში პირველ ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა.

კაცების კლასიფიკაციაში მეოთხედ შეიცვალა ლიდერი – ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, პირველ ადგილზე დაბრუნდა ესპანელი რაფაელ ნადალი.

მან როჯერ ფედერერის გასწრება რომის “მასტერსის” მოგებით შეძლო. ესპანელი კარიერაში 174-ე კვირას იწყებს პირველი ჩოგანის რანგში.

გარდა ამისა, რეიტინგის მეოთხე ნომერი ხორვატი მარინ ჩილიჩი გახდა, ბელგიელი დავიდ გოფენი კი მეცხრე ადგილზე გადავიდა.

ქალთა რეიტინგის ტოპ-ათეულში ერთადერთი ცვლილება იყო – ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა ჩეხი კაროლინა პლიშკოვა და მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახდა.

ATP. TOP10
1(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 8 770
2(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 8 670
3(3). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 5 615
4(5). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 950
5(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 870
6(6). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 450
7(7). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 635
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 195
9(10). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 020
10(9). ჯონ ისნერი (აშშ) – 2 955

WTA. TOP10
1(1). სიმონა ჰალეპი (რუმ) – 7 270
2(2). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) – 6 935
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) – 6 010
4(4). ელინა სვიტოლინა (უკრ) – 5 505
5(6). ელენა ოსტაპენკო (ლატ) – 5 382
6(5). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) – 5 335
7(7). კაროლინ გარსია (საფ) – 5 170
8(8). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) – 4 550
9(9). ვინუს უილიამსი (აშშ) – 4 201
10(10). სლოან სტივენსი (აშშ) – 4 164