ნადალი და ფედერერი მერვედფინალში არიან
ნადალი და ფედერერი მერვედფინალში არიან

ინდიან უელსის „მასტერსზე“ დასრულდა მეთექვსმეტედფინალის ეტაპი. ნოვაკ ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, მერვედფინალში გასვლა ესპანელმა რაფაელ ნადალმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოახერხეს.

ნადალი, ჯერჯერობით, ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. ორ მატჩში მან ჯამში მხოლოდ ექვსი გეიმი დათმო. ამჯერად, ესპანელმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი გაანადგურა – 6:3, 6:1. რაფამ ექვსიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქე კი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მიუშვა. ნადალმა საკუთარ მოწოდებებზე მხოლოდ 10 ქულა წააგო.

რაც შეეხება ფედერერს, მან თანამემამულე სტენ ვავრინკას ასევე ორ სეტში მოუგო – 6:3, 6:4. ნადალის მსგავსად, ფედერერსაც ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ორი გამოიყენა და ასევე ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მოწინააღმდეგეს.

მეთექვსმეტედფინალი ფინალი

კოლშრაიბერი-ჯოკოვიჩი (1) 6:4, 6:4
ნადალი (2)-შვარცმანი 6:3, 6:1
ფედერერი (4)-ვავრინკა 6:3, 6:4
ჰურკაში-ნიშიკორი (6) 4:6, 6:4, 6:3
ისნერი (8)-პეია (32) 6:3, 6:4
ხაჩანოვი (12)-რუბლიოვი 7:5, 6:3
კრაინოვიჩი-მედვედევი (14) 6:3, 6:2
ედმუნდი (22)-ალბოტი 6:3, 6:3
შაპოვალოვი (24)-ჩილიჩი (10) 6:4, 6:2
ნიშიოკა-ოჟე ალიასიმი 6:7(2), 6:4, 7:6(5)

მერვედფინალის წყვილები

კოლშრაიბერი-მონფილსი (18)
კარლოვიჩი-ტიმი (7)
შტრუფი-რაონიჩი (13)
ნიშიოკა-ჯერე (30)
ჰურკაში-შაპოვალოვი (24)
ედმუნდი (22)-ფედერერი (4)
ისნერი (8)-ხაჩანოვი (12)
კრაინოვიჩი-ნადალი (2)