ნადალი და ანდრეესკუ ცინცინატიში არ ითამაშებენ
ნადალი და ანდრეესკუ ცინცინატიში არ ითამაშებენ

გასულ კვირას მონრეალისა და ტორონტოს ტურნირების გამარჯვებულები – რაფაელ ნადალი და ბიანკა ანდრეესკუ არ ითამაშებენ ამ კვირას ცინცინატის „მასტერსსა“ და „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირზე.

ესპანელმა ამერიკულ „მასტერსზე“ უარი დაღლილობის გამო თქვა, ანდრეესკუმ – გრაფიკის შეცვლის გამო, – იტყობინება ცინცინატის ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

19 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა კომენტარი გაუკეთა თავის გადაწყვეტილებას:

„არასოდეს იქ არ მითამაშია, ამიტომაც განაწყენებული დავრჩი ამ ნაბიჯის გამო. ახლა, მე საკუთარ სხეულს უნდა მოვუსმინო. გასული კვირა ჩემთვის რთული იყო და ამიტომაც მოვიქეცი ასე. იმედია, მომდევნო წელს იქ ჯანმრთელი ჩავალ, რათა გამარჯვებისთვის ვიბრძოლო“.

ნადალმა და ანდრეესკუმ შარშან გამოტოვეს ცინცინატის ტურნირი, ამიტომაც მომავალ ორშაბათს მათი რეიტინგი არ შეიცვლება.