ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშში დარწმუნებული არ არის
ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშში დარწმუნებული არ არის

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ შეიძლება ვერ მოასწროს „დიდი სლემის“ რიგით პირველი ტურნირისთვის – ავსტრალიის ღია პირველობისთვის გამოჯანმრთელებას.

შეგახსენებთ, რომ ნადალმა 2017 წლის სეზონი მარჯვენა მუხლის ტრავმით დაასრულა. ამ დაზიანების გამო, მან მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

„ჩემი მუხლი ჯერ არ არის აღდგენილი 100 პროცენტით. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს საჭირო არც არის. მნიშვნელოვანია, რა იქნება ერთი თვის შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მზად ვიყო ავსტრალიის ღია პირველობისთვის“, – განაცხადა Le Figaro-თან კომენტარში ნადალმა.