ნადალი აკაპულკოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, ზვერევი ბრძოლას გამოეთიშა

16:01, 27.02.2020
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მექსიკის აკაპულკოს საჰარდო ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. ესპანელმა ჩოგბურთელმა ორი განსხვავებული სეტი ჩაატარა სერბი მიომირ კეჩმანოვიჩის წინააღმდეგ, საათსა და 36 წუთში გაიმარჯვა ანგარიშით 6:2, 7:5.
პირველ სეტში ნადალმა ორმაგი ბრეიკით 5:1 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც, ჩოგბურთელებმა თითო გეიმი გაცვალეს. მეორე სეტში ნადალი დიდი ხანი ვერ ახერხებდა ბრეიკის შესრულებას და მხოლოდ 6:5-ზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და მატჩის მოგებამდე მიყვანა.
მერვედფინალში ერთი სენსაცია მოხდა – წააგო მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრ ზვერევმა. გერმანელი ორ სეტში დამარცხდა ამერიკელ ტომი პოლთან – 3:6, 4:6.
მეოთხედფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)-სუნ-ვუ კვონი (კორეა)
სტენ ვავრინკა (შვეიცარია)-გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)
ტეილორ ფრიცი (აშშ)-კაილ ედმუნდი (ბრიტანეთი)
ჯონ ისნერი (აშშ)-ტოპ პოლი (აშშ).

მსგავსი