ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ფანების გარკვეული ნაწილი არენაზე დაუშვას
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ფანების გარკვეული ნაწილი არენაზე დაუშვას

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, ისევე როგორც სხვა სპორტული სახეობები კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ლიგის ხელმძღვანელობა ამჟამად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. The Athletic-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან, შესაძლოა, არენებზე გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაუშავან. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა რეგულაციების დაცვით (სოციალური დისტანცირება, პირბადეები, კოვიდტესტები) მოხდება.

ამერიკული მედიის ცნობით, მსგავს გეგმაზე ამერიკის ნაციონალური ჰოკეისა და ამერიკული ფეხბურთის ლიგებიც მუშაობენ.