ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დერიკ როუზი დასაჯა (ვიდეო)

დერიკ როუზისთვის მიმდინარე სეზონი, შეიძლება ითქვას, დადებითად დაიწყო. „დეტროიტის“ გამთამაშებელმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში შეძლო 20-ზე მეტი ქულის დაგროვება, თუმცა, მიუხედავად ამისა, „პისტონსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

დერიკ როუზმა ბოლო წაგებულ მატჩში სოლიდური ჯარიმის მიღებაც მოასწრო. შეხვედრით უკმაყოფილომ ოვერტაიმში კალამი ისროლა და, როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ქმედების გამო სოლიდური ჯარიმაც მიიღო.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა როუზი $25.000 დოლარიანი ჯარიმით დასაჯა.