ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ აიზია ტომასი „ფილდელფიას“ გულშემატკივართან მომხდარი ინციდენტის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ აიზია ტომასი „ფილდელფიას“ გულშემატკივართან მომხდარი ინციდენტის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

„ფილადელფიამ“ რეგულარული სეზონის ერთერთ შეხვედრაში „ვაშინგტონი“ 125-108 დაამარცხა. მეოთხე პერიოდის მიმდინარეობის დროს მატჩში ინციდენტი მოხდა. „ვიზარდსის“ გამთამაშებელ აიზეა ტომასს „სიქსერსის“ რამდენიმე ფანთან შელაპარაკება მოუვიდა. სიტყვიერი დაპირისპირება კინაღამ ფიზიკურში გადაიზარდა. მთავარმა მსაჯმა აიზეა მოედნიდან გააძევა და როგორც შემდგომ გაირკვა სადისციპლინო კომიტეტმა მას ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით კი ფანები, რომლებიც ინციდენტში იყვნენ ჩართულები მკაცრი სანქციებით დაისაჯნენ. ორივე გულშემატკივარს „ფილადელფიას“ საშინაო მატჩებზე დასწრება ერთი წლის მანძილზე აეკრძალათ.