ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ საკუთარ მოთამაშეებს ოლიმპიადებზე თამაშის უფლება მისცა
ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ საკუთარ მოთამაშეებს ოლიმპიადებზე თამაშის უფლება მისცა

ნაციონალურმა ჰოკეის ლიგამ (NHL) და მოთამაშეთა ასოციაციამ (NHLPA) ხელი მოაწერეს კოლექტიური ხელშეკრულების ახალ, ოთხწლიან ვარიანტს, რომელიც 2022 წლიდან შევა ძალაში. ამ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.

შეგახსენებთ, რომ ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ არ გაუშვა საკუთარი მოთამაშეები 2018 წლის ოლიმპიადაზე. მაშინ ლიგის კომისიონერმა გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ კლუბების დიდ ნაწილს არ სურს თებერვალში რეგულარული სეზონის სამი კვირით შეწყვეტა. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ უნდა მოთამაშეთა მგზავრობის, დაზღვევისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება.

ახლა კი ოფიციალურად შეიძლება იმის თქმა, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგა 2022 (ჩინეთი) და 2026 (იტალია) წლების ზამთრის ოლიმპიადებზე თავის ჰოკეისტებს გაუშვებს.