ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ზოგიერთი მოთამაშე დახურულ დარბაზში ვარჯიშობს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ზოგიერთი მოთამაშე დახურულ დარბაზში ვარჯიშობს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ 2019-20 წლების სეზონი გადაარჩინონ. მიუხედავად ყველას ჩართულობისა და დიდი სურვილისა, ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა მიმდინარე წელს კალათბურთის დაბრუნება. საამისო გარანტიები ჯერ კიდევ არ არსებობს.

იმისათვის, რომ კალათბურთი დაბრუნდეს, გუნდებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპი უნდა გაიარონ, რაც ზოგიერთი კოლექტივისთვის გაცილებით რთული ამოცანაა. მაგალითად იანის ანტეტოკუნმპომ და ჯეისონ ტეიტუმმა განაცხადეს, რომ საკუთარ სახლებში სავარჯიშო დარბაზები არ გააჩნიათ და წვრთნას ვერ ახერხებენ. „ათლეტიკის“ (The Athletic) ინფორმაციით ზოგიერთი კალათბურთელი კანონის გვერდის ავლით მაინც ახერხებს დახურულ დარბაზებში ვარჯიშების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი მარტის დასაწყისში კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით არის შეჩერებული.