ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები კომპიუტერული თამაშის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავები კომპიუტერული თამაშის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ЕSPN-თან ერთად კომპიუტერული თამაშის (NBA 2K) ტურნირს ჩაატარებს. მონაწილეები კი ლიგის ვარსკვლავები იქნებიან. სულ შეჯიბრში 16 მოთამაშე იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს ინტერნეტში შეეძლება.

NBA 2K-ის ტურნირზე ცნობილი კალათბურთელები ცდიან ბედს, მათ შორის კევინ დურანტი და დონოვან მიჩელი.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შეჯიბრზე 1 და 2 ნომრებად კევინ დურანტი და ტრაეი იანგი არიან განთესილები. როგორც ცნობილია, ორივე აღნიშნულს საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ.