ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი იწყება 
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი იწყება 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების რეგულარული სეზონი სტარტს თბილისის დროით ხვალ 04:00 საათზე აიღებს.

ლიგის გახსნითი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ „ტორონტო რეპტორსსა” და „ნიუ ორლეან პელიკანსს” შორის გაიმართება.

ორლეანელებს ტრავმის გამო დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ ვილიამსონი ვერ დაეხმარება. 06:30 წუთზე კი ლოს ანჯელესის „კლიპერსი” „ლეიკერსს” დაუპირისპირდება. ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. „კლიპერსს” ტრავმის გამო პოლ ჯორჯი ვერ დაეხმარება, „ლეიკერსს” კი კაელ კუზმა გამოაკლდება.