ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ჩემპიონი ავტოავარიის შემდეგ კომაში იმყოფება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ჩემპიონი ავტოავარიის შემდეგ კომაში იმყოფება

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასა“ და სერბეთის ნაკრების ცენტრი ოგნიენ კუზმიჩი სერიოზულ ავტოავარიაში მოხვდა.

როგორც „ეუროჰუფზი“ (Eurohoops) წერს, სერბი კალათბურთელი ქორწილიდან ბრუნდებოდა, როცა ეს ტრაგიკული ინციდენტი შეემთხვა. კუზმიჩი „პორშეს“ საჭესთან იჯდა და „ბი ემ დაბლიუს“ (BMW) შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავარიის შედეგად, კუზმიჩმა თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო, აგრეთვე ყბა გაიტეხა და კიდევ, გულმკერდის არეში დაზიანებები აღენიშნება. თავიდან ის ბანია-ლუკას საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ბელგრადში გადაიყვანეს. პრესის ცნობით, კალათბურთელი კომაში ჩავარდა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კუზმიჩმა გასული სეზონის მსვლელობისას დატოვა მადრიდის „რეალი“ და კონტრაქტი გააფორმა „ცრვენა ზვეზდასთან“. სერბი 2015 წელს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში.