ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი 29 ან 30 აგვისტოს განახლდება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი 29 ან 30 აგვისტოს განახლდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ პლეი-ოფის სერია უახლოეს ორ დღეში განახლდება. ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მატჩები პარასკევს ან შაბათს განახლდება. ამ საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გუნდების ხელმძღვანელები და მოთამაშეები. თავისთავად მოლაპარაკებას ლიგის მმართველებიც დაესწრებიან. სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როდის შედგება მატჩები“, – აცხადებს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ ბასი.