ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობამ ტორონტოს დრეიკის თაობაზე გაფრთხილება მისცა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხელმძღვანელობამ ტორონტოს დრეიკის თაობაზე გაფრთხილება მისცა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერია თბილისის დროით ხვალ დილით 05:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი ტორონტოში შედგება, რადგან სახლის უპირატესობა კანადურ გუნდს აქვს.

როგორც ცნობილია, მომღერალი დრეიკი „რეპტორსის“ ერთგული და ხმაურიანი ფანია და ხშირად ის მატჩების განმავლობაში ზედმეტად ემოციურია. „იესპიენის“ (ESPN) ინფორმაციით, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ სამუშაო შეხვედრა გამართა „ტორონტოს“ უფროსებთან და დრეიკთან დაკავშირებით მკაცრი გაფრთხილება მისცა. იმ შემთხვევაში, თუ დრეიკი პარკეტზე ზედმეტად ემოციური იქნება, პოლიციას უფლება ექნება, მას არენა დაატოვებინოს.