ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები სეზონის განახლებისთვის მზადებას ორლანდოში 9 ივლისიდან დაიწყებენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები სეზონის განახლებისთვის მზადებას ორლანდოში 9 ივლისიდან დაიწყებენ

დიდი კალათბურთი გულშემატკივარს ივლისის ბოლოს უბრუნდება. რეგულარულში გუნდები სულ 8 შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც უკვე ყველაზე საინტერესო, პლეი ოფების სერია აიღებს სტარტს.

ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ გუნდები ორლანდოში ვარჯიშებს 9 ივლისიდან დაიწყებენ. 29 ივლისამდე გაიმართება შეხვედრები, რომელიც კალათბურთელებს ფორმის აღდგენაში დაეხმარება.

„ათლეტიკის” (The Athletic’s) ჟურნალისტი შემს ჩარანიას ინფორმაციით 23 ივნისიდან გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ წრვთნები დარბაზებში გამართონ. პროტოკოლის მიხედვით 1 მოთამაშესთან ერთდროულად 2 მწვრთნელს შეეძლება კონტაქტი.

კალათბურთელები, რომლებიც ამჟამად არ იმყოფებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში 15 ივნისამდე უნდა დაბრუნდნენ (ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა იოკიჩი).

 

დატოვე კომენტარი