ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ კომპიუტერულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ლებრონს და კავაის აქვთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ კომპიუტერულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ლებრონს და კავაის აქვთ

კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისთვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი, 2019/2020 წლების სეზონის დაწყებასთან ერთად, ორგანიზაცია ახალ „ნბა 2კ20“-ის (NBA 2k20) თამაშს წარადგენს. უკვე გამოქვეყნდა მონაცემები, თუ რამხელა რეიტინგები ექნებათ კალათბურთელებს და რომელია ყველაზე ძლიერი ვარსკვლავი მოთამაშე კომპიუტერულ თამაშში.

1)ლებრონ ჯეიმსი 97

2)კავაი ლეონარდი 97

3) გიანის ანტეტოკუნმპო 96

4)კევინ დურანტი 96

5)ჯეიმს ჰარდენი 96

6)სტეფ კარი 95

7)ენტონი დევისი 94

8)პოლ ჯორჯი 93

9)დემიენ ლილარდი 92

10)ჯოელ ემბიდი 91

11)კაირი ირვინგი 91

ამ რეიტინგებმა უკვე გამოიწვია დიდი დებატები. ბევრს მიაჩნია, რომ რეიტინგები კალათბურთელებისთვის არასამართლიანად არის მინიჭებული. საინტერესოა, რომ დრაფტის პირველ ნომერს ზაიონ ვილიამსონს თამაშის რეიტინგი 80 ექნება, რაც ახალწვეულისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.