ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის დრაფტი 16 ოქტომბერს გაიმართება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის დრაფტი 16 ოქტომბერს გაიმართება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებისთვის ემზადება. ლიგა მატჩებს 31 ივლისიდან დაიწყებს. როგორც ცნობილი გახდა, ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის დრაფტის ჩატარების თარიღი დაასახელა. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ დრაფტი 16 ოქტომბერს შედგება. ლიგაში თავისუფალი აგენტობის პერიოდი 18 ოქტომბრიდან განისაზღვრა. გუნდებს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და ახალი მოთამაშეების დამატება სწორედ ამ დღიდან შეეძლებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გეგმები ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.