ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების სეზონი კორონავირუსის გამო შეწყდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება და 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი გაურკვეველი დროით შეაჩერა, მიზეზად კი რუდი გობერზე დადასტურებული კორონავირუსის ინფექციაა.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ლიგამ სოციალურ ქსელებში უკვე გამოაქვეყნა. უამრავ ადამიანს, რომელსაც გობერთან ბოლო 10 დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა, კარანტინის გავლა მოუწევს.

შეზღუდვები წესდება ასევე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაშიც. სეზონი იქაც ჩაშლილად გამოცხადდა.