ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების რეგულარული სეზონის მატჩების სრული განრიგი დღეს გამოქვეყნდება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების რეგულარული სეზონის მატჩების სრული განრიგი დღეს გამოქვეყნდება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019-20 წლების სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ სამი თვე რჩება, თუმცა ლიგა რეგულარულის სრულ განრიგს, როგორც ცნობილია, დიდი ხნით ადრე აქვეყნებს.

82 მატჩის განრიგს ლიგის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ დღეს საღამოს გამოაქვეყნებს. უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე მატჩი, რომელიც ფანების დიდ ინტერესს იწვევს. რეგულარულის გახსნით მატჩში ერთმანეთს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ დაუპირისპირდებიან.

საინტერესო შეხვედრები არის ჩანიშნული ახალი წლის დღეებშიც.