ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების სეზონის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპოა (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების სეზონის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპოა (ვიდეო)

„მილუოკი ბაკსის“ ლიდერ იანის ანტეტოკუნმპოსთვის 2018-19 წლების სეზონი კარიერაში საუკეთესო იყო. ბერძენს შრომა დაუფასდა და ის ყველაზე ღირებული მოთამაშეა (MVP).

„მილუოკიმ“ რეგულარული სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულა და ორივე კონფერენციაში მოგებათა რაოდენობით საუკეთესო იყო. პლეი ოფში კი „ბაკსი“ მომავალ ჩემპიონ „ტორონტოსთან“ სერიაში 4-2 დამარცხა. 24 წლის სუპერვარსკვლავის საშუალო მონაგარი მატჩში 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა და 5.9 პასი იყო.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ საუკეთესო განვითარებადი მოთამაშის ტიტული პასკალ სიაკამს ერგო, საუკეთესო დამცველი რუდი გობერი გახდა, საუკეთესო ახალწვეულის სახელი ლუკა დონჩიჩს ერგო, წლის საუკეთესო მწვრთნელად კი „ბაკსის“ დამრიგებელი მაიკ ბუდელჰოლცერი დასახელდა.