ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებას მიმდინარე წლის დეკემბრამდე განიხილავს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებას მიმდინარე წლის დეკემბრამდე განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩვეული ცხოვრების მალე დაბრუნება სურს. ზოგიერთ შტატში ეტაპობრივად იხსნება აკრძალვები. სპორტული ლიგები ასევე ეტაპოვრივად ცდილობენ დაბრუნებას.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის განახლების კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ლიგა აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 2019-20-ის რეგულარული სეზონი განახლდეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თამაშები ორლანდოში „The Walt Disney World Resort”-ის ტერიტორიაზე გაგრძელდეს. აღნიშნულ ლოკაციაზე სპორტული დარბაზების გარდა არის საკმარისი რაოდენობის სასტუმროები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, იმისათვის რომ ლიგამ სეზონი გააგრძელოს.

ESPN-ის ჟურნალისტის ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით ლიგის უმთავრეს პრიორიტეტად 2020 წლის დეკემბრამდე დაბრუნებაა. დრაფტის გამართვა და ტრანსფერების განხორციელება კი სეზონის განახლებამდე იქნება შესაძლებელი.