ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დაბრუნების 25 დღიან გეგმას განიხილავს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დაბრუნების 25 დღიან გეგმას განიხილავს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში დაბრუნდეს. გეგმა უკვე დამუშავების სტადიაშია და იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ ზაფულამდე კორონავირუსის პანდემიამ გავრცელების ტემპი შეამცირა და სიტუაცია ოდნავ მაინც გამოსწორდება.

გეგმის მიხედვით, კალათბურთელები ერთ ლოკაციაზე 14 დღიან კარანტინს გაივლიან, რის შემდეგაც ასევე ერთ ლოკაციაზე ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი თამაშები და პლეი ოფის ეტაპი.

25 დღიანი დაბრუნების გეგმა ითვალისწინებს გუნდებისთვის 11 დღიანი ინდივიდუალური მოსამზადებელი ეტაპის პერიოდის მიცემას. ამის შემდეგ კი გუნდებს ერთად შეეძლებათ კონკრეტულ ლოკაციაზე 14 დღიანი საერთო წვრთნების ჩატარება.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის გავრცელებამ იკლო, შესაძლოა ზაფხულში გულშემატკივარს დიდი კალათბურთი დაუბრუნდეს.