ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დაბრუნდა - ორლანდოში პირველი ტესტ მატჩები გაიმართა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დაბრუნდა - ორლანდოში პირველი ტესტ მატჩები გაიმართა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) განახლდა. ორლანდოში რეგულარულის განახლებამდე გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. კევინ დურანტის, კაირი ირვიგნისა და დეანდრე ჯორდანის გარეშე მოასპარეზე „ბრუკლინი” „ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან უშანსოდ 68-99 დამარცხდა.

„პელიკანსის“ რიგებში საუკეთესოები 14-14 ქულით ნიკეილ ალექსანდერ ვოკერი და ეტვან მური გამოდგნენ. ბრენდონ ინგრამის ანგარიშზე 12 ქულაა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა ჯრუ ჰოლიდეიმ. ბრუკლინელთა შორის ყველაზე მეტი 11 ქულა ძანან მუსამ დააგროვა. 10 ქულა ერთდროულად 3-მა კალათბურთელმა მიითვალა (ლევერი, ალენი, კურუქსი).

კლიპერსი – ორლანდო 99-90 (ლუ ვილიამსი – 22 ქულა, პოლ ჯორჯი – 18 ქულა)
დენვერი – ვაშინგტონი 89-82 (ბოლი – 16 ქულა, 10 მოხსნა, დენიელსი -22 ქულა)
მაიამი – საკრამენტო 104-98 (რობინსონი – 18 ქულა, ჰერო – 15 ქულა, ოლინიკი – 12 ქულა)