ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 50-მატჩიან სეზონს განიხილავს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა, ამჟამად 2020-21 წლების სეზონის დაწყებაზე ზრუნავს. როგორც ცნობილია, ლიგის მმართველები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. თავდაპირველად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სეზონი 22 დეკემბერს აიღებს სტარტს, თუმცა, მალევე ამას მოთამაშეთა უკმაყოფილება მოჰყვა. „ლეიკერსის“ მსროლელმა, დენი გრინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სეზონი იანვარში არ დაიწყება, გუნდის ვარსკვლავები გარკვეულ პერიოდს გამოტოვებენ.
New York Times-ის ჟურნალისტი მარკ შტეინი იუწყება, რომ ლიგა ახალ თარიღსა და სტრუქტურაზე მუშაობს. შესაძლოა, 2020-21 წლების სეზონი იანვარში დაიწყოს და გუნდებმა სულ 50 მატჩი ჩაატარონ.
NBA players may only be offered a 50-game season, I’m told, if the union insists on a mid-January start rather than the Dec. 22 proposal, because the league’s television partners do not want the 2020-21 season to stray past mid-July … or clash with the Tokyo Olympics
— Marc Stein (@TheSteinLine) October 30, 2020