„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ანა წითლიძე სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ანა წითლიძის თქმით, გამოკითხვაზე  იმ საგარანტიო სერტიფიკატების გამო დაიბარეს, რომელიც წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გასცეს.

ანა წითლიძე ამბობს, რომ საგარანტიო სერტიფიკატების გაცემა არის საერთაშორისო პრაქტიკა და აღებული ვალდებულებების შესრულება მოხდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გამოკითხვაზე დაბარებას არჩევნებს უკავშირებს.

პროკურატურაში გამოკითხვაზე 25- მდე ადამიანია დაბარებული.