ჰოკეის ნაციონალური ლიგის დრაფტის ჩატარების დრო ორ კვირაში დასახელდება

13:57, 05.05.2020

ჰოკეის ნაციონალური ლიგის ხელმძღვანელობა 2020 წლის დრაფტის ჩატარების თარიღს უახლოეს ორ კვირაში დაასახელებს, – იტყობინება TSN-ის ჟურნალისტი პიერ ლებრუნი.

დრაფტი 26-27 ივნისს მონრეალში უნდა გამართულიყო, მაგრამ მარტში გამოცხადდა, რომ  კორონავირუსის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიტანეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრაფტი, შესაძლოა ივნისში ონლაინ რეჟიმში გაიმართოს.

მსგავსი