ნაციონალური ჰოკეის ლიგა შეჩერებული სეზონის უმაყურებლოდ გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს

10:14, 11.04.2020

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კომისიონერის მოადგილემ, ბილ დეილმა განაცხადა, რომ ლიგას კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონის გაგრძელება, უმაყურებლებო, ნეიტრალურ მოედნებზე შეუძლია.

„ეს მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია, ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხზე, მაგრამ ჯერჯერობით დარწმუნებით რამის თქმა არ შეგვიძლია,- მოჰყავს დეილის სიტყვები ნაციონალური ჰოკეის ლიგის ოფიციალურ ვებგვერდს. – ჩვენ გვინდა, რომ ლიგამ ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის კალენდარი მთავრობაზე და მედიკოსებზეა დამოკიდებული. როცა ისინი ნებას დაგვრთავენ, ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ თამაშები. მოდით, მოვიცადოთ“, – დაასრულა დეილმა.

მსგავსი