ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020-21 წლების სეზონის დაწყების საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020-21 წლების სეზონის დაწყების საკითხს უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობა 2020-21 წლების სეზონის სტარტზე მსჯელობს. სავარაუდო თარიღებად 22 დეკემბერი და 18 იანვარი განიხილება.

ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ლიგის მმართველები მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაცხადებენ. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასა და მოთამაშეების პროფკავშირს შორის, რის შემდეგაც იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ახალი სეზონის სტარტთან დაკავშირებით.