„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ახალი სამდივნოს შემადგენლობა დაასახელეს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ახალი სამდივნოს შემადგენლობა დაასახელეს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის ახალი სამდივნოს შემადგენლობა დაასახელეს.

პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება; გენერალური მდივნის მოადგილე და ადმინისტრაციული საკითხების მდივანი ზურა მელიქიშვილი; საგარეო საკითხთა მდივანი თინათინ ბოკუჩავა; ანალიტიკური საქმიანობის მდივანი გიორგი თარგამაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი; რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი; საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე; იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი ლევან ბეჟაშვილი; სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე; სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი ანა გოგოლაძე; ანტიკორუფციული საკითხების მდივანი ლევან ხაბეიშვილი; პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი, ხოლო მედიასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ არის ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობა პარტიის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ შეითავსა.

დატოვე კომენტარი