ნაჩოს სანჩეს ამორი - ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ, ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეასრულოს ვალდებულება და უპირობოდ წაიწიონ წინ საარჩევნო რეფორმის მიღების კუთხით, გადადების მეტი მიზეზი არ არსებობს

ევროპარლამენტარი ნაჩოს სანჩეს ამორი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება პოზიტიური ნაბიჯია დაძაბულობის განმუხტვისკენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ წერს.

„პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი დაძაბულობის განმუხტვისკენ, რაც ასე სჭირდება საქართველოს და ამან უნდა გახსნას გზა ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსკენ“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეასრულოს ვალდებულება კონსტრუქციული თანამშრომლობით და უპირობოდ წაიწიონ წინ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმის მიღების კუთხით.

„ჩვენ ძალიან მომთხოვნი ვიყავით „ქართული ოცნების“ მიმართ. ახლა დროა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეასრულოს ვალდებულება ლოიალური და კონსტრუქციული თანამშრომლობით და უპირობოდ წაიწიონ წინ საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმის მიღების კუთხით.  გადადების მეტი მიზეზი არ არსებობს“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

დატოვე კომენტარი