ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - „ლანჩხუთმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT
ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - „ლანჩხუთმა“ კონკურენტი დაამარცხა #1TVSPORT

ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ჯგუფებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ და ხობის „კოლხეთმა“ 2:2 ითამაშეს. 33-ე წუთზე ანგარიში თამარ სალუქვაძის დარტყმით სტუმრებმა გახსნეს. თუმცა, ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, „ნიკემ“ ლელა ჭიჭინაძის გოლით ანგარიში გაათანაბრა. 58-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილმა „ნიკე“ დააწინაურა, თუმცა, 81-ე წუთზე, შეხვედრაში ბოლო გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა და „კოლხეთმა“ ქულის გადარჩენა მოახერხა.

ლანჩხუთმაევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე კონკურენტს, თბილისის „კვარტალს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში 31-ე წუთზე ნინო ჩხარტიშვილმა გახსნა, 51-ე წუთზე თეონა თოდაძემ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მატჩის ბოლოს კი ხატია ჭყონიამ დუბლი (79, 90) გაიფორმა.

ამ ტურის შემდეგ, ზედა ჯგუფში, 22 ქულით ლიდერობს „ლანჩხუთი“, „კვარტალს“ 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ზედა ჯგუფის სატურნირო ცხრილი

1. ლანჩხუთი – 8 – 22

2. კვარტალი – 8 – 12

3. კოლხეთი – 8 – 5

4. ნიკე – 8 – 4

 

მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა ქვედა ჯგუფშიც, სადაც გუნდები, ქალთა ლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

„ბათუმი“ – „მართვე“ 1:4

„ნორჩი დინამო“ – „გორი იუნაიტედი“ 5:1

 

ქვედა ჯგუფის სატურნირო ცხრილი

1. ნ. დინამო – 8 – 24

2. გორი – 8 – 12

3. მართვე – 8 – 10

4. ბათუმი – 8 – 1