მზრუნველობამოკლებული ბავშვების საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო #1TVSPORT
მზრუნველობამოკლებული ბავშვების საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო #1TVSPORT

დაიწყო საფეხბურთო ფესტივალი, რომელშიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვეები მონაწილეობენ. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“ ერთობლივი პროექტია.

ტურნირზე ერთმანეთს ბავშვთა სახლებისა და დღის ცენტრების გუნდები ხვდებიან. მორიგი მატჩი თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ვაკის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა – თბილისის „კარიტასი“ და ღვანკითის „იუნკერებს“ შეხვდა.

პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 ბავშვს აერთიანებს.

სხვადასხვა რეგიონებში არსებული ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში საფეხბურთო გუნდები უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ჩამოყალიბდა. გუნდები ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით არსებობენ და ბავშვები სისტემატურად ვარჯიშობენ.