მზია პატარკაციშვილი - წინა ხელისუფლებამ გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ
მზია პატარკაციშვილი - წინა ხელისუფლებამ გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

წინა ხელისუფლებამ გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ მზია პატარკაციშვილმა ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„აქ შევიკრიბეთ ისეთი ხალხი, ვისაც არ გვინდა წინა ხელისუფლების დაბრუნება, ვინც გაგვამწარა და გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რასაც ვხედავთ, ეს არის ამაზრზენი, არ ვიცი, რაში ჯდება. ადამიანს ახსოვს, რა გაუკეთეს თუნდაც ოქრუაშვილს, თუნდაც ბერძენიშვილებს, ეს რაც მოხდა არის ლუსტრაცია“, – განაცხადა მზია პატარკაციშვილმა.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.