მზია ბებოშვილი მოგებით იწყებს, ელისო სისაური ბრძოლას გამოეთიშა

11:43, 31.03.2018

ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე დღეს ასპარეზობა სამმა ქართველმა ქალმა სპორტსმენმა დაიწყო და სამწუხაროდ ერთი მათგანი ბრძოლას უკვე გამოეთიშა. ელისო სისაურმა, რომელიც -70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ყაზახ სპორტსმენთან ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.

სამაგიეროდ, გამარჯვება მოიპოვა -63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მზია ბებოშვილმა, რომელმაც პოლონელი აგატა ზახეია დაამარცხა და შემდეგ ტურში ბრიტანელ ლუბიანა პიოვესანას შეხვდება.

ოლიმპიური დარბაზიდან პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 16:00 საათზე დაიწყებს.

მსგავსი