მზეჭაბუკ მახარაძის ოქროს ორი მედალი საერთაშორისო ტურნირზე | კარატე
მზეჭაბუკ მახარაძის ოქროს ორი მედალი საერთაშორისო ტურნირზე | კარატე

უკრაინის დედაქალაქ კიევში 1 დეკემბერს, კარატეში საერთაშორისო ტურნირი გაიამართა, რომელიც უკრაინის შოტოკან კარატეს ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

ამ შეჯიბრზე 20-მდე ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ქართველმა კარატისტმა მზეჭაბუკ მახარაძემ ტურნირზე ორი ოქროს მედალი უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში მოიპოვა.

მზეჭაბუკ მახარაძე არის კარატეში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზრის ჩემპიონი და ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი და V დანის მფლობელი.