მზადება წლის პირველი მატჩისთვის - ქალთა ნაკრებს დევაძე დაეხმარება #1TVSPORT
მზადება წლის პირველი მატჩისთვის - ქალთა ნაკრებს დევაძე დაეხმარება #1TVSPORT

7 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს – გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით გუნდი გორში, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანია.

საქართველოს ნაკრებმა გორში გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი ეროვნული გუნდი შვედეთთან დაგეგმილი მატჩისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. 7 აპრილს, საქართველოსა და შვედეთის ქალთა ნაკრებების შეხვედრა გორში 20:00 საათზე დაიწყება. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი 12 აპრილს ფინეთთან სტუმრად გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და მეკარეებთან მუშაობს აკაკი დევაძე – ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავის ამპლუაში.

საქართველოს ნაკრები მატჩამდე ბოლო ვარჯიშს 6 აპრილს, შეხვედრის მასპინძელ – გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი, საქართველო)

დაცვა: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი)

ნახევარდაცვა: ანასტასია ბოლქვაძე, სოფო ნარსია, მეგი გოცირიძე, ირინა ხაბურზანია (ყველა – ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩანგელია (სამივე – დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (სივასპორი, სივასი, თურქეთი), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ანა ჩემინავა (ფომგეთ გენჩლიკი, ანკარა, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო)

თავდასხმა: ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

7 აპრილი, გორი – 20:00

საქართველო – შვედეთი

12 აპრილი, ჰელსინკი – 19:15

ფინეთი – საქართველო