მზადება საფრანგეთთან მატჩისთვის - ასათიანმა ფუტსალის ნაკრები შეკრიბა
მზადება საფრანგეთთან მატჩისთვის - ასათიანმა ფუტსალის ნაკრები შეკრიბა

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2 სექტემბერს ნიონში გაიმართა და გუნდები რვა ჯგუფში 4-4 გუნდად გადანაწილდნენ. უეფა-ს გადაწყვეტილებით, პირველად ჩამოყალიბდა ჯგუფები, სადაც გუნდები ერთმანეთთან შინ და სტუმრად ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. რვა ჯგუფის გამარჯვებული და შვიდი საუკეთესო მეორეადგილოსანი დასკვნით ეტაპზე ნიდერლანდებს შეუერთდება, რომელიც 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ფინალურ ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდი შეკრიბა და ახალ სპორტის სასახლეში ავარჯიშებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 6 დეკემბერს პარიზში გაემგზავრება და ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას პარიზის Halle Georges Carpentier-ში საფრანგეთის ნაკრებთან 8 დეკემბერს გამართავს.