მზადება ქართული „კლასიკოსთვის“
მზადება ქართული „კლასიკოსთვის“
თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“ მორიგი ქართული „კლასიკოსთვის“ ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისური კლუბი ფინანსურმა გაჭირვებამ საკმაოდ დაასუსტა, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესი იყო და არის.
თბილისის „დინამოს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუნდთან ერთად დიღმის ბაზაზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც ივარჯიშეს.
როგორც ცნობილია, ამერიკული საფეხბურთო კლუბის, „სან ხოსესთვის“ სეზონი დასრულდა და ამერიკაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისთვის „დინამოელებთან“ ერთად ემზადებიან.
რაც შეეხება თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირებას, ეს მატჩი კვირას, 3 ნოემბერს გაიმართება. ქართული „კლასიკო“ „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.