მზადება ლიეტუვასთან მატჩებისთვის - საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში შეიკრიბა #1TVSPORT
მზადება ლიეტუვასთან მატჩებისთვის - საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისში შეიკრიბა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ტურნირის მესამე შეხვედრას 27 ოქტომბერს სტუმრად ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ლიეტუვას თბილისში უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის ირის ანტმანმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: თინათინ ამბალია, ანასტასია ბოლქვაძე, ლელა ჭიჭინაძე (ყველა – ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (ორივე – კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია (ორივე – სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ტატიანა მატვეევა.

მატჩების განრიგი:

27 ოქტომბერი

ლიეტუვა – საქართველო

31 ოქტომბერი

საქართველო – ლიეტუვა