მზადება გრძელდება - საქართველოს ნაკრებს მექვაბიშვილი გამოაკლდა #1TVSPORT
მზადება გრძელდება - საქართველოს ნაკრებს მექვაბიშვილი გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია და მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მესამე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა კვლავ „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არის დანაკლისი.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა და 23 მარტიდან საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.