მზადება ევროსაკვალიფიკაციო ეტაპისთვის – 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 0:4 დამარცხდა.
გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო და ხანმოკლე შეკრება საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩებით დაასრულა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში იტალიის, ჩეხეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო ბოლო ადგილზე გასული გუნდი B ლიგაში გადაინაცვლებს. ჩვენი ჯგუფის მატჩებს 8-14 მარტს ხორვატია უმასპინძლებს.