მზადება ევრო 2022-ის მეოთხედფინალისთვის - საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ივარჯიშა #1TVSPORT
მზადება ევრო 2022-ის მეოთხედფინალისთვის - საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც პირველ თებერვალს რუსეთის ნაკრებთან გამართავს.

გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ „ზიგო დომის“ არენაზე ივარჯიშა. ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს დაახლოებით ათასი გულშემატკივარი დაესწრება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი უცვლელია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია (ორივე – თელასი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

ნაკრებთან ერთად ამსტერდამში კიდევ სამი ფეხბურთელი იმყოფება – ალექსანდრე ჯამბურია, ვახტანგ ჯვარაშვილი და ნუკრი ჭუმბურიძე (სამივე – თელასი, საქართველო).

1 თებერვალი. ამსტერდამი 1/4-ფინალური მატჩები

20:00

რუსეთი – საქართველო

23:00

ესპანეთი – სლოვაკეთი

საქართველოსა და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.