მზადება ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის - შეკრებაზე ყაზაიშვილიც ჩამოვიდა #1TVSPORT
მზადება ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის - შეკრებაზე ყაზაიშვილიც ჩამოვიდა #1TVSPORT

უკვე ექვსი დღეა, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის თბილისში ემზადება.

ბოლო ვარჯიშების მსგავსად საწვრთნელ პროცესში კვლავ 28 ფეხბურთელია ჩართული. თბილისში ჩამოვიდა ეროვნულ გუნდში გამოძახებული ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ნაკრებთან ერთად საწვრთნელ პროცესში 30 მაისიდან ჩაერთვება.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო ორი ვარჯიში კვლავ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ექნება. პირველ ივნისს, როგორც საქართველოს, ისე გიბრალტარის ნაკრები „დინამო არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ნაკრების ივნისის განრიგი უეფა-ს ერთა ლიგაზე

2 ივნისი

საქართველო-გიბრალტარი 20:00

5 ივნისი

ბულგარეთი-საქართველო 22:45

9 ივნისი

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო 22:45

12 ივნისი

საქართველო-ბულგარეთი 20:00