მზადება და ამხანაგური თურქეთში - 19- წლამდელთა ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან
მზადება და ამხანაგური თურქეთში - 19- წლამდელთა ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები თურქეთშია, სადაც 6-13 თებერვალს შეკრებას სიდეში გაივლის.

რამაზ სვანაძის გუნდი ამ პერიოდში ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები 12 თებერვალს ტაჯიკ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა.

რაც შეეხება რამაზ სვანაძის 19-წლამდელებს, მესამე ჯგუფი ასე შეიკრა: საქართველო, შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი. ელიტ-რაუნდს საფრანგეთი უმასპინძლებს. თამაშები 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს გაიმართება.