მზადება „ჩიხურამაც“ დაიწყო
მზადება „ჩიხურამაც“ დაიწყო

პანდემიისგან გამოწვეული ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ვარჯიში ეროვნული ლიგის თითქმის ყველა გუნდმა განაახლა – მათ შორისაა საჩხერის „ჩიხურაც“.

გუნდი საჩერეში შეიკრიბა და ვახტანგ თურმანიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ერთადერთი ლეგიონერია – ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი. ის საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ორი ტური ჩატარდა – საჩხერეს „ჩიხურამ“ ორივე შეხვედრა წააგო და ქულაც არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე 1-7 ივნისს და ჩემპიონატის განახლებამდე 22-24 ივნისს 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს ტესტირება ჩაუტარდებათ. ჩემპიონატი ფორმატით განახლდება – ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრედ. მარტში გამართული ორი ტურის გარდა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

დატოვე კომენტარი