მზადება ბოსნიასთან მატჩისთვის - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გრონინგენში ივარჯიშა #1TVSPORT
მზადება ბოსნიასთან მატჩისთვის - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გრონინგენში ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის „მარტინი პლაზაში“ დღეს მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, დღეიდან კი გუნდი სრული დატვირთვით განაგრძობს მზადებას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, თბილისი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთთან 1:5 წააგო.

 

D ჯგუფი, II ტური, 26 იანვარი

20:30 ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

23:30 ესპანეთი-აზერბაიჯანი

 

25 იანვრის განრიგი

20:40 – ონლაინ პრესკონფერენცია

21:00 – მატჩის წინა ვარჯიში